Thursday, January 29, 2009

25-e saati

მე მივხვდი რომ დრო არ არსებობს. დრო არ არსებობს. არ არსებობს ის რაც მიდის ან მოდის. არ არსებობს წამები, წუთები და საათები. არსებობს რაღაც ერთი მთლიანი დრო, უსასრულო დრო, რომელიც მხოლოდ ერთიანობაა. არ არსებობს არანაირი ოცდაოთხი საათი. რეალურად არსებობს დრო, რომელიც უსასრულობიდან უსასრულობამდე მიდის. თუ კი არსებობს წარსული, აწმყო და მომავალი, მაშინ ყოველი წამი უკვე წარსულია. მაგრამ მე აქ ახლა რომ ვზივარ ეს აწმყოა. ვინაიდან აქ, ამ დროში ხდება რაღაც რაც საერთოა მთელი ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში. და თუ შესაძლებელია რაღაც დრო მე აღვიქვა როგორც აწმყო, მე შემიძლია გავმთლიანდე მთელ ჩემს ცხოვრებაში და ის დავყო არა წარსულ, აქ არსებულ და მომავალ დროებად, არამედ გავცდე ამ დაყოფას და დავინახო ის როგორც ერთი საერთო აქ და ახლა ყოფნა დაბადებიდან სიკვდილამდე. ეს ხომ შესაძლებელია. მე თუ ახლა ვზივარ ბარში და ამ ბარში რაღაც ხდება ისეთი რასაც აქვს საერთო კონტექსტი მთელი ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, რის შედეგადაც მე აქ ყოფნას ვგრძნობ როგორც აწმყოს და წამებს კი არ ვითვლი, არამედ მე აქ ვარ, მთელი ეს წამების ერთობლიობა ჩემს მიერ განცდილია როგორც აწმყო. მაშინ მე მჭირდება მხოლოდ ხედვა საკუთარი ცხოვრების საერთო კონტექსტის და შესაძლებელია მთელი ცხოვრებაც იქნას აღქმული როგორც ერთი მთლიანი დრო. მხოლოდ აწმყო. -ხვალ რომელ საათზე გეცლება? – 25-ეზე.-ამ სიტყვებზე ადგა, თვალი ჩამიკრა და კარისკენ წავიდა. გასვლის წინ შემოტრიალდა კარიდან და მომაძახა - მართალი ხარ და წარმოიდგინე მთლიანი დრო აწმყოა არა მარტო ერთეული ადამიანის ცხოვრებაში, არამედ ადამიდან უკანასკნელ ადამიანამდე. მერე ტუჩზე ხელი მიიდო და უკვე თავისთვის ჩაილაპარაკა - იმედია არავის ეტყვი, ხალხს მოწონს მითები და არა დასკვნები.

No comments:

Post a Comment